როგორც იცით კომპანია Electronic Art: Sport-ი ყოველწლიურად FIFA Soccer-თან ერთად უშვებს თამაშს FIFA Manager,სადაც შეგეძლებათ აირჩიოთ სასურველი კლუბი და ნაკრები და გაწვრთნათ იგი.ასევე იყოლიოთ ოჯახი,ბავშვები და ა.შ.ეს თამაში იმით გამოირჩევა,რომ არ შეგიძლიათ პირადად თამაში.თქვენ მართავთ კლუბებს.FIFA Manager 12 რათქმაუნდა ბევრად გაუმჯობესებული იქნება ვიდრე მისი წინამორბედები,გთავაზობთ ოფიციალურ მონაცემებს ამ თამაშთან დაკავშირებით.
თამაშის მთავარმა პროდიუსერმა - გარეთ რიდერმა ისაუბრა FIFA 12-ის შესახებ და განაცხადა,რომ ინტერნეტში თამაში არ გაუქმდება,პირიქით ის უფრო გაუმჯობესდება - "ფიფა 12-ის მულტიფლეიერი,ეს ახალი სიტყვაა თამაშების სამყაროში.ეს იქნება ნამდვილი ”ბუმი” ონლაინ თამაშებში.ჩვენ ამ თამაშით რევოლუციას მოვახდენთ! ჩვენ ვიწყებთ!"