დღეს ''ბარსას'' ფორმის პრეზენტაცია შედგა. სწორედ ამ ფორმით იასპარეზებს კატალონიის ''ბარსელონა'' მომავალ 2012-13 წლის სეზონში. აღსანიშნავია, რომ წინა წლებთან შედარებით სრულიად შიცვალა დიზაინი. ''ბარსას'' ახალ ფორმას არ აქვს ზოლები, მაგრამ ის ისევ ორ ფერშია გადაწყვეტილი. საშინაო მაისურის ცენტრალური ნაწილი ბროწეულისფერშია გადაწყვეტილი, ხოლო ''ბარსას'' მეორე ფორმას ის სტაფილოსფერში და ყვითელში.
ფრანგული “ლილის” ნახევარმცველის – ედენ აზარის აგენტმა ჯონ ბიკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი 2 ივნისს დაასახელებს იმ კლუბს, რომელშიც კარიერას განაგრძობს.
კრიშტიანუ რონალდუ: “საკუთარ თავს ათიანს, “რეალს” კი ცხრას დავუწერდი”
ევროპის მოახლოებულ ჩემპიონატთან დაკავშირებით, უკრაინა-პოლონეთში გასამართი ტურნირის მონაწილეთა მიმართ ინტერესი იზრდება. ამ მხრივ განსაკუთრებული ადგილი პორტუგალიის ნაკრების ლიდერს კრიშტიანუ რონალდუს უკავია, რომელთან ინტერვიუ მადრიდის “რეალის” ვებგვერდმა გამოაქვეყნა.
24 მაისს, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში საქართველოსა და თურქეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთა ამხანაგური მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ნაცვლად, “მეორე არხი” გადმოსცემს.